გაკვეთილი
გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი. ნანა გასვიანი, 01007017953
საგანი: ნანა
გასვიანი
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მე-5კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 22. სსსმ - 1.
გაკვეთილის თემა: ,,
აკაკი წერეთელი, „ღამურა’’
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ აკაკი წერეთლის ბიოგრაფია
და შემოქმედება, წინა მასალის გათვალისწინებით იმსჯელონ იგავის არსსა და ფუნქციაზე. გაეცნონ ახალ მასალას, მასში ამოიცნონ
გამოყენებული უცხო სიტყვები, განმარტონ მნიშვნელოვანი სტრიქონების შინაარსი, დააკვირდნენ
ავტორის მიერ ხაზგასმულ ფრაზებს, იმსჯელონ მნიშვნელოვან საკითხებზე და ისინი დააკავშირონ
ეპოქასთან, ამოიცნონ მთავარი აზრი და მოცემული ტექსტის მიხედვით ჩამოაყალიბონ პასუხები, თუ რის სათქმელად, რა მთავარი
აზრის ამოსაცნობად იყენებს მწერალი თქმულებას ღამურას შესახებ. გამოიმუშაონ წერისა თუ ზეპირი დავალების დამოუკიდებლად შესრულებისა
და პრეზენტაციიც უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
ქართ.V.1.1.მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი
სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული
ფაქტების მიმართ;
·
ისმენს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ტექსტებს და პოულობს
მსგავსება-განსხვავებას მათ შორის;
ქართ.V.2.1. მოსწავლე
გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
·
დამოუკიდებლად კითხულობს ვრცელ ტექსტებს და თავისი სიტყვებით გადმოსცემს
მატს შინაარსს;
·
სხვადასხვა საშუალებით (კონტექსტი, კითხვის დასმა, ლექსიკონი...) ცდილობს
უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;
·
წაკითხულის უკეთ გასააზრებლასვამს
კითხვებს;
ქართ.V.3.1. მოსწავლე დამოუკიდებლად
ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს.
·
წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე;
·
თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
სსსმ მოსწავლის მისაღწევი შედეგები :
ქართ.IV. 5 მოსწავლეს შეუძლია
მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (რეკლამის,საყმაწვილო
ჟურნალის,განცხადების,საყმაწვილო ენციკლობედიის,სტატიის და სხვა.)წაკითხვადა გაგება.
·
მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას
·
გამოყოფს და ასახელებს ტექსტში მთავარ საკითხებს.
ქართ.IV.მოსწავლეს შეუძლია
წერის სტრატეგიების გამოყენება.
·
მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს წერითი დავალების მოკლე გეგმა, რომელიც იქნება
3-4 პუნქტიანი.
შეფასება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი, რამოდენიმე მოსწავლეს შევაფასებ სიტყვიერად. რამოდენიმეს,
წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმის მიხედვით, დავუწერ ქულებს.
|
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
|
1
|
მასწავლებელი
ესალმება კლასს და აცნობს წინასწარ გაკვეთილის მიზანს:
-დღეს
ჩვენ ვისაუბრებთ ორაგულის ცხოვრებაზე,კერძოდ ‘’’ორაგულის სიყმაწვილეზე“.
ვიმუშავებთ
ტექსტზე და წყვილებში, რაშიც მიიღებთ განმავითარებელ შეფასებას რუბრიკის საშუალებით.
|
|
საერთო საკლასო
|
|
2წთ
|
|
2
|
პროვოცირების
მიზნით მოსწავლეებს ეძლევათ შეკითხვა :
-
რა იცით თევზის შესახებ?
-
როგორია თევზი?
მასწავლებელს
წინასწარ აქვს გამზადებული ფორმატზე კოგნიტური სქემა,სადაც მოსწავლეები აღწერენ თევზის
აგებულებას.
მოსწავლეების და მათ შორის სსსმ მოსწავლის პასუხებს
მასწავლებელი აფიქსირებს მოცემულ სქემაზე.
(იხ.დანართი.#
1)
|
კოგნიტური
სქემის შევსება
|
საერთო
-საკლასო
|
ფორმატი,მარკერი,
დაფა.
|
3
წთ
|
|
3.
|
მას
შემდეგ ,რაც მასწავლებელი გააქტიურებს მოსწავლეების წინარე ცოდნას ,კედელზე აკრავს (ან დაფაზე წერს ) წინასწარ ფორმატის
ქაღალდზე მომზადებულ ცხრილს ,სათაურუთ „სიტყვების გამომძიებელი“,სადაც მასწავლებლის
მიერ ჩაწერილია ტექსტიდან ამოკრებილი მნიშვნელოვანი სიტყვები ,კერძოდ :( ორაგული,სიყმაწვილე,ბროლი,ქედი,ლიფსიტა,ყურე).
მოსწავლეები
ასახელებენ ვარაუდს,თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები და ივსება ცხრილი,ხოლო ტექსტის კითხვის
დროს ვუბრუნდებით ცხრილს და ვწერთ სიტყვების ზუსტ მნიშვნელობას.
მოსწავლეებისა
და მათ შორის,
სსსმ
მოსწავლის პასუხებს მასწავლებელი აფიქსირებს
ცხრილში.
(იხ.
დანართი #2 )
ამასთანავე
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს გაკვეთილის შესაბამის თვალსაჩინოებას ელექტრონულად
ან ნახატის სახით.
|
„სიტყვების
გამომძიებელი“
|
მთელ
კლასთან
|
წიგნი,ფლომასტერი,ფლიფჩარტი.
|
5წთ
|
|
4.
|
მასწავლებელი
ტექსტს ყოფს სამ ეპიზოდად.მოსწაველეები კითხულობენ პაუზებით ,ყოველი ეპიზოდის დასრულებისთანავე
უბრუნდება ცხრილს სითყვებიდან გამომდინარე
და
ავსებს მათი დახმარებით. გზადაგზა ხდება ტექსტის განხილვა,შეკითხვების დასმა.
(-რა
გავიგეთ? -რა ყოფილა ორაგული?-რატომ უწოდეს სიყმაწვილე ამ თავს? - საიდან ჩანს ,რომ
თევზები ქვირითს წყლის ნაპირზე დებენ?- როგორ ფიქრობთ ლიფსიტა სრულყოფილი იბადება
თუ არა? - საიდან ჩანს ,რომ ლიფსიტა დაბადებიდანვე დამოუკიდელ ცხოვრებას იწყებს?)
სსსმ
მოსწავლეც მონაწილეობს გაგრძელებით კითხვაში
და პასუხობს კითხვებს .
|
პაუზებით
კითხვა.
კითხვა
- პასუხი
|
მთელ
კლასთან
|
წიგნი,ფორმატი,მარკერი
|
14წთ
|
|
5
|
მოსწავლეებს
წყვილებში ურიგდებათ ბარათები ,სადაც მოცემულია ცხრილი ,,ლიფსიტას მახასიათებლები“.
მოსწავლეებმა
მითითებული დროის დაცვით,ტექსტში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა შეავსონ ცხრილი.
( იხ.დანართი # 3.)ყოველი წყვილის ნამუშევარი ფასდება წინასწარ შემუშავებული ’’ წყვილების
მუშაობის შეფასების რუბრიკით ’’,განმავითარებელი კომენტარის სახით.(იხ.დანართი
#4)
სსსმ მოსწავლეც ასრულებს შესაბამის დავალებას მასწავლებლის
დახმარებით. ის ფასდება მისთვის შექმნილი შეფასების რუბრიკით.
|
ინორმაციის
ტრანსფორმაცია
(ტექსტის
ეპიზოდის წარმოდგენა ცხრილის სახით)
|
წყვილები
|
ბარათი,წიგნი,
კალამი
|
7წთ
|
|
6
|
ტექსტი
შედგება ხუთი აბზაცისაგან.
მოსწავლეები
კითხულობენ აბზაცებს და ადგენენ გეგმას ,რომელიც იწერება დაფაზე.ყველა მოსწავლე და მათ შორის სსსმ მოსწავლე მონაწილეობს გეგმის შედგენაში და იწერს რვეულში
. სახით დაიწერება დაფაზე ,ყველა მოსწავლე იწერს დავალებას რვეულში,მათ შორის
სსსმ
მოსწავლეც ასრულებს დავალებას და მონაწილეობას იღებს გეგმის შედგენაში.
|
ტექსტზე
მუშაობა
|
მთელ
კლასთან
|
წიგნი,კალამი,
რვეული,დაფა
,ცარცი .
|
7წთ.
|
|
7.
|
გაკვეთილის
შეჯამებისთვის მოსწავლეები უპასუხებენ შემდეგ შეკითხვებს;
-როგორ იწყებს ცხოვრებას ლიფსიტა?
-რატომ შეადარა მწერალმა წყაროს წყალი დედას?
-რატომ შეადარა მწერალმა წყარო სარკეს ?
- რა შეუსაბამობს ვლინდება ახალშობილ ლიფსიტასა
და მართვეს შორის?
- თქვენი აზრით ,როგორ გაგრძელდება ლიფსიტას
ცხოვრება?
კლასი
ფასდება „ტექსტზე მუშაობის“ შეფასების რუბრიკით,ინდივიდუალურად,განმავითარებელი კომენტარით,
აგრეთვე
წყვილების მიერ შესრულებული დავალება შეფასდება შესაბამისი წერილობითი კომენტარით.
აგრეთვე
ფასდება სსსმ მოსწავლე განმავითარებელი კომენტარით,შესაბამისი შეფასების რუბრიკით.
|
ფრონტალური
გამოკითხვა.
|
საკლასო
|
წიგნი.
|
5წთ
|
|
8.
|
საშინაო
დავალებად კლასს ეძლევა გაკვეთილი თხრობით.
გეგმის
მიხედვით მოკლე შინაარსის დაწერა.
სსსმ
მოსწავლეს ეძლევა
გაკვეთილი
თხრობით ,გეგმის მიხედვით მარტივი წინადადებებით მოკლე შინაარსის დაწერა.
|
საშინაო
დავალების მიცემა
|
მთელ
კლასთან
|
კალამი,წიგნი,
რვეული
.დაფა,ცარცი.
|
2წთ
|
შეფასება:
წყვილებში მუშაობის შეფასების რუბრიკა
|
აქტივობა
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
|
წყვილებში მუშაობა
|
აქტიურად თანამშრომლობს წვილთან,იცავს
დროის ლიმიტს,ზუსტად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს,ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს
პერსონაჟს,წარადგენს ნამუშევარს.
|
თანამშრომლობს წყვილთან,ხანდახან
ერთვება მუშაობაში,თუმცა მისი მუშაობა არაეფექტურია,ცუდად ასრულებს მასწავლენბლის
მითითებებს.იცავს დროის ლიმიტს. ორი- სამი სიტყვით ახასიათებს პერსონაჟს .წარადგენს
ნამუშევარს.
|
არ თანამშრომლობს წყვილთან,არ ცდილობს
ჩართვას.მისი მუშაობა არაეფექტურია,ნაწილობრივ გაიგო მასწავლებლის მითითება,ვერ იცავს
დროის ლიმიტს. ერთი სიტყვით ახასიათებს პერსონაჟს .წარადგენს ნამუშევარს.
|
|
|
|
|
|
შეფასების
რუბრიკა
|
კომპონენტები
|
მაღალი
|
საშუალო
|
სუტი
|
|
ჩართულობა,მეტყველება,
ტექსტზე
მუშაობა,
მოსმენა
.
|
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული
საგაკვეთილო პროცესში,
პასუხისმგებლობით ეკიდება დავალებებს,აქტიურად
მონაწილეობს ინტერაქციაში , ამოიცნობს ძირითად სკითხს,
ახდენს უცხო სიტყვების განმარტებას
კონტექსტზე დაყრდნობით,იცავს ინტონაციას,საუბრობს გაბმულად უშეცდომოდ,
ყოველთვის იგებს გაკვეთილს.აქვს
საკუთარი მოსაზრებები ,მსჯელობს არგუმენტირებულად.
|
მოსწავლე ჩართულია მეტ - ნაკლებად
საგაკვეთილო პროცესში,ცდილობს ინტერაქციაში მონაწილეობის მიღებას,ამოიცნობს მთავარ
თემას,მოიძიებს უცხო სიტყვებს ,
მაგრამ უჭირს განმარტება,მეტნაკლებად
იცავს ინტონაციას,არ აქვს კარგი გამმოთქმა, აქვს საკუთარი მოსაზრება უჭირს არგუმენტირებულად
მსჯელობა .ზოგჯერ ვერ იგებს.
|
პასიურია,უჭირს ინტერაქციაში მონაწილეობა,
უჭირს ძირითადი საკითხის გამოყოფა,ვერ
იწერს უცხო სიტყვებს,ვერ იცავს ინტონაციას,არ აქვს შესაფერისი გამოთქმა, უჭირს საკუთარი
აზრის ჩამოყალიბება,
ვერ იგებს საერთოდ.
|
სსსმ მოსწავლის
შეფასების რუბრიკა
|
|
|
ყოველთვის
|
ხანდახან
|
არასდროს
|
|
1
|
გაკვეთილს
ისმენს ყურადღებით.
|
|
|
|
|
2
|
აქტიურად
მონაწილეობს დისკუსიაში.
|
|
|
|
|
3
|
კითხულობს
გამართულად
|
|
|
|
|
4
|
გამოთქვამს
ვარაუდს უცხო სიტყვების შესახებ.
|
|
|
|
|
5
|
ასრულებს
მასწავლებლის მითითებებს.
|
|
|
|
თვითშეფასებისთვის შექმენი კითხვარი ,ორივე კატეგორიის
მოსწავლეებისთვის.
ხელმოწერა:
თარიღი:
Comments
Post a Comment